თურქეთში მიმდინარე იუნიორთა და კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კუვაევამ ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს, ხმლით მოფარიკავე იუნიორებს შორის მეორე ადგილი დაიკავა.
ჯგუფში მოგებების შემდეგ, ალექსანდრამ კიდევ 2 ბრძოლა მოიგო. მეოთხედფინალში იტალიელი მარიელა ვიალე 15:10 დაამარცხა და ნახევარფინალში ისევ იტალიელ გაია კაროლა კარაფას 15:11 სძლია. ფინალში კი ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ალექსანდრა მიხალოვასთან 15:4 წააგო.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა იუნიორ ქალთა კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელმა მედალი მოიპოვა.