იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურის ცენტრალური შეხვედრა ნაპოლისა და ტურინის იუვენტუსს შორის შედგება.
მატჩის წინ კომენტარი ტურინელთა მთავარი მწვრთნელის, ტიაგო მოტას აგენტმა დარიო კანოვიმ გააკეთა.
"ვფიქრობ, ნაპოლიმ შეცდომა დაუშვა, როცა კვარაცხელია გაუშვა. კლუბს 2 წლის წინ უნდა ეზრუნა, რათა ისეთი პირობები შეექმნა, რომ ხვიჩა გუნდში დარჩენილიყო.
მოდი ვაღიაროთ, რომ კვარას პოტენციური შემცვლელი გარნაჩო კვარას დონის არ არის. ის ახალგაზრდაა და აქვს პერსპექტივა დიდი ფეხბურთელი გახდეს.
იუვე ახლა ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ფიქრობს, თუმცა ნაპოლისთან მნიშვნელოვანი თამაში ელის. მოტას ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს, სეზონის პირველ ნახევარში ბევრი ტრავმირებულიც იყო და იმედია, ახლა ყველაფერი დალაგდება", - განაცხადა მოტას აგენტმა.
21 ტურის შემდეგ, ნაპოლის 50 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, იუვენტუსი კი 37 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.