ნაპოლისა და საქართველოს ნაკრების შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და ნეაპოლელებს რამდენიმე მატჩი ვერ დაეხმარება.
ამ ფაქტს იტალიელი ექსპერტები, იქაური გამოცემები და იტალიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი ეხმაურებიან.
უცნაურია, მაგრამ ისინი კვარაცხელიას ტრავმაში დადებით მხარეებსაც ეძებენ და საინტერესო კომენტარებს აკეთებენ.
"კვარაცხელიას ტრავმა ძალიან ცუდია და ნაპოლისთვის დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა შესაძლოა, ეს უკეთესიც იყოს, რადგან კვარას გარეშე ნაპოლი უფრო არაპროგნოზირებადი გუნდი იქნება", - განაცხადა პრანდელიმ.
"კვარაცხელია ნაპოლის გამოაკლდება, თუმცა ეს საგანგაშო არ არის, რადგან შანსი დავიდ ნერეშს მიეცემა, რომელიც კარგ ფორმაშია და დიდი სათამაშო დრო არ აქვს.
ნერეში შეცვლიდან სულ კარგად შემოდის და მისთვის შანსი იქნება, რადგან თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცოს", - წერენ იტალიური გამოცემები.
იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურის მატჩს ნაპოლი 14 დეკემბერს, სტუმრად უდინეზეს წინააღმდეგ ჩაატარებს.