მაისურაძემ ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, ჯერ პოლონელი სერაზი მარეკ სადოვსკი 11-0 დაამარცხა, შემდეგ საფრანგეთის წარმომადგენელ ადლან ბაკირსულთანოვიჩ ვისხანოვს 4-1 სძლია, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ოსმან ნურმაგომედოვთან 5-2 წააგო და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში გადაერთო.
რამდენიმე წუთში, მძიმე წონის ფინალი დაიწყება, სადაც 2 ქართველი გავა ხალიჩაზე, საქართველოს ნაკრების წევრი სოლომონ მანაშვილი (125 კგ) და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ანგარიშზე ამ დროისთვის 4 მედალია. მირიან მაისურაძის მსგავსად, ბრინჯაოს მედლები, აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ.) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ.) მოიპოვეს, გივი მაჭარაშვილმა კი ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.









