საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში ფეინიე-ულნოიე ლიონს დაუპირისპირდა და მიუხედავად წინააღმდეგობისა, მაინც ფავორიტთან მაინც დამარცხდა.
ანგარიში ტაიმის ბოლოს ბენრაჰმამ გახსნა, შეცვლაზე შემოსულმა მიქაუტაძემ კი ასევე ბენრაჰმას გადაცემით გაიტანა. მასპინძლებმა გოლი ბოლო წუთებზე გაიტანეს, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა და 1:2 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით ლიონი საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში გავიდა, სადაც მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.
მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე ლიონში ყველა ტურნირზე ჯამში 7 გატანილი ბურთია.