ლიგა 1-ის მეცხრე ტურში ლიონმა უმასპინძლა ოსერს, რომელთანაც ითამაშა ფრე, 2:2. აღნიშნული შეხვედრა გამორჩეული გამოდგა იმით, რომ დუბლი გაიფორმა ოლიმპიკის ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც 10-მატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა. გთავაზობთ ფრანგული პრესის გამოხმაურებას რონელთა ფორვარდის 2 ბურთის გარშემო.
L'Équipe:ლიონმა მადლობა უნდა უთხრას მიქაუტაძეს, რომელმაც დუბლით თავისი გუნდი ოსერთან მარცხს გადაარჩინა.
RMC Sport:მეცის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ჩვეულ ფორმას ლიონშიც იბრუნებს. მიქაუტაძეს გამოუცხადეს ნდობა და მან გაამართლა.
Onze Mondial:მიქაუტაძემ როგორც იქნა გატეხა ნავსი და ლიონის მაისურით თავისი პირველი გოლები გაიტანა. 2000 წლის შემდეგ, ის არის ლიგა 1-ის პირველი მოთამაშე, რომელმაც გოლი 69-ნომრიანი მაისურით გაიტანა.
Eurosport.fr:მიქაუტაძემ ორჯერ გაიყვანა ლიონი წინ, თუმცა მოსაგებად ეს მაინც არ გამოდგა საკმარისი.
Football Addict:მიქაუტაძემ გადალახა ყველა სირთულე და დუბლი გაიფორმა. რენესანსი?!
Le Dauphiné Libéré:ლიონი არ არის სახარბიელო მდგომარეობაში, თუმცა ამ გუნდის მდგომარეობა იქნებოდა კიდევ უფრო მძიმე რომ არა მიქაუტაძის დუბლი.
Maxifoot:მიქაუტაძემ გამოიღვიძა და დუბლი შეასრულა, თუმცა ოსერთან მოსაგებად ეს საკმარისი არ გამოდგა.
კრიშტიანუ რონალდუს პერსონის გარშემო საუბრები არ სრულდება. ამჯერად ყურადღების ცენტრში მოექცა ლეგენდარული თავდამსხმელის ალბათ ყველაზე ცნობილი ქომაგი, პირს მორგანი, რომელმაც Daily Maily-ის ჟურნალისტთან, ოლივერ ჰოლტთან დიალოგში მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ჰოლტი - "კრიშტიანუ…
La Gazzetta Georgia-ს გათამაშება გრძელდება — გამოიცანი, რომელ წუთზე გავა მატჩში პირველი გოლი და მოიგე შენთვის სასურველი საფეხბურთო კლუბის მაისური! მიმდინარე კვირის მატჩი: მანჩესტერ სიტი vs პარი სენ-ჟერმენი. წესები საკმაოდ მარტივია: - გაიარეთ რეგისტრაცია LaGazzetta.ge-ზე; - დააფიქ…
24 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთში გაარკვევენ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ვინაობას, ალექს ვოლკანოვსკი 66 კილოგრამში ქამარს მოვსარ ევლოევთან დაიცავს. შერეული საბრძოლო ხელოვნებების მოყვარულთა შორის ინგუშის გარშემო აზრი 2-ად იყოფა. ე…
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ლეგენდარულ კალათბურთელ დუაით ჰოვარდს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული სპორტის წარმატებებზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში კალათბურთის უფრო მეტად განვითარების პერსპექტივაზე და შესაძლო საერთო პროექტებზეც იმსჯელეს. დუაით ჰოვარდი NBA-ს გამარჯვე…
ლეგენდარული იაპ სტამი თვლის, რომ მანჩესტერ სიტის უნდა ჩამოერთვას ტიტულები, მას შემდეგ, რაც კლუბს ფინანსურ დარღვევებში ბრალი წარუდგინეს. ყოფილი ნიდერლანდელი უკანახაზელის აზრით, დაუსჯელობის შემთხვევაში, იგივეს ინგლისის ჩემპიონატის სხვა წარმომადგენლებიც გააკეთებენ. "ვფიქრობ, მან სიტ…
ოფიციალურად: დანი კარვახალი ხეტაფეს ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ვეტერანმა ესპანელმა მცველმა ახალ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა - 13 და 14 ოქტომბერს ფაზის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. პირველ დღეს ყველაზე საინტერესო აფიშას გვთავაზობს მადრიდი, სადაც ატლეტიკო მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. ატლეტიკო VS მანჩესტერ იუნაიტედი | 23:00…