მიუხედავად იმისა, რომ ლიონის ქართველმა ფორვარდმა ჟორჟ მიქაუტაძემ ევროპა ლიგაზე ყარაბახთან დუბლი შეასრულა, ლიგა 1-ის ტურში ნიცასთან სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მის ნაცვლად ლაკაზეტიმ ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძეს ფრანგი ლეგენდაც არ ჩამორჩა და მანაც დუბლი შეასრულა. ნიცასთან შეხვედრაში მიქაუტაძე მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა.
ფორვარდების კონკურენციაზე კომენტარი ლიონის მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟიმ გააკეთა.
"ფაქტი ერთია - ლიონს ფორვარდის პრობლემა არ აქვს და ეს გასახდელში ფეხბურთელებსაც ვუთხარი. ბოლო 8 გოლიდან 5 ჩვენმა ფორვარდებმა გაიტანეს. ჯერ მიქაუტაძემ გაიტანა დუბლი, ახლა კი - ლაკაზეტიმ.
აქამდე, ჩვენი პრობლემა ფორვარდებში არ ყოფილა. თამაშების ვერმოგება მთლიანი გუნდის პრობლემა იყო. სასიამოვნოა, რომ სიტუაცია გამოსწორებისკენ მიდის და მოგებები დავიწყეთ.
სასიხარულოა, რომ გუნდში ასეთი დონის თავდამსხმელები გვყავს, ეს უფრო მეტ თავდაჯერებას გვაძლევს", - განაცხადა ლიონის თავკაცმა.