ლიგა 1-ის 24-ე ტურის ფარგლებში მეცი ესტუმრა ნანტს, რომელიც ანგარიშით 2:0 დაამარცხა. სტუმრების გამარჯვება წარმოუდგენელი იქნებოდა გიორგი მიქაუტაძის გარეშე, რომელმაც ჯერ 11-მეტრიანი შეასრულა, შემდეგ კი, ზუსტად ორ წუთში, მატია უდოლსზე ასისტიც მიითვალა. როგორც ვხედავთ, "წითლების" ფორვარდი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ამსტერდამის აიაქსში გატარებული წარუმატებელი ექვსი თვის შემდეგ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნელ-ნელა ძველ ფორმას უბრუნდება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში 23 წლის ფორვარდმა ლიონის ოლიმპიკსაც გაუტანა. მეცის მთავარ გუნდში ჩატარებულ 52 მატჩში, მას უკვე 28 გოლი დაუგროვდა.