ლიონის მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟიმ ლილთან გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა:
"უკვე ვიცით ორი ფეხბურთელი, რომელიც შემდეგ ტურში დაგვაკლდება, დიავარა და ნუამა ვერ დაგვეხმარებიან, ხოლო რაც შეეხება მიქაუტაძეს, ჯერ კიდევ არსებობს ეჭვი მის გარშემო. ჟორჟი გაციებულია და გუნდთან ერთად უკვე ორი დღეა რაც არ ვარჯიშობს, შესაბამისად, ჯერ არ ვიცით ლილთან სათამაშოდ მზად იქნება თუ არა."
ცნობისთვის, 9 ტურის შემდეგ, ლიონს 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში გიორგი მიქაუტაძის გუნდი ლილს ესტუმრება — შეხვედრა პირველ ნოემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
მანჩესტერ იუნაიტედი ისევ კრიზისშია - ახალ სეზონში გამართულ 9 მატჩში ინგლისის 20-გზის ჩემპიონმა მხოლოდ 2-ჯერ იმარჯვა. ის 2 მოგებაც იყო იფსვიჩსა და საბაჰთან, რაც ოპტიმიზმის საფუძველს საერთოდ არ იძლევა. "წითელ ეშმაკთა" ამჟამინდელი თავკაცი, მაიკლ კერიკი ახლოსაა გაშვებასთან, რაც ნიშნა…
იბერიას ნახევარმცველმა ნიკოლოზ დადიანმა სტ.ტრუიდენთან წაგებული 2:0 მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. "საკმაოდ რთული თამაში გამოდგა, ცუდად დავიწყეთ და სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ პირველივე წუთიდან თამაში მათი დომინირებით წავიდა. რაც არ უნდა ძლიერი გუნდი იყოს, მთელი თამაში კარში რომ ვ…
კონფერენს ლიგის ფაზის პირველ ტურში იბერია სტუმრად სტ.ტრუიდენს დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ გააკეთა. "სამწუხაროდ, წაგება დავიმსახურეთ. ჩვენი გეგმა მაშინ აირია, როცა სწრაფი გოლი გავუშვით და რთული გახდა თამაშშ…
კონფერენს ლიგის ფაზის პირველი ტურის შეხვედრა სტ.ტრუიდენსა და იბერიას შორის მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება იბერიას ცენტრალურმა მცველმა ჩანჩარმა მიიღო, ყველაზე დაბალი კი ამისულაშვილმა. ასეთია ფეხბურთელთა შეფასებები SofaScore-ს მიხედვით:
კონფერენს ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში, იბერია სენტ-ტრუიდენს ესტუმრა და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა. აღნიშნული შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა — ანგარიში მე-11 წუთზევანვესემაელმა გახსნა, ხოლო 88-ე წუთზე სებაუიმ შეხვედრას წერტილი დ…
ევროპა ლიგის მე-2 ტურის ადრეული მატჩები დასრულდა. მაყურებლებმა საინტერესო დაპირისპირებები იხილეს, სადაც საკმაოდ ბევრი გოლი გავიდა. პირველ ტურში განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, მილანმა ავსტრიაში ტოპ პერფორმანსი შემოგვთავაზა და ზალცბურგი უშანსოდ გაანადგურა. გამორჩეული პერფორმანსი შე…
დადასტურებულად — ჰარი კეინი ბაიერნთან კონტრაქტს 2029 წლამდე გაახანგრძლივებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, გამოცდილი ინგლისელი ფორვარდი ახალ ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოცემა კეინის ბაიერნიდან შესაძლო წასვლის შესახებ წერდა, ი…