სულ რამდენიმე საათის წინ ბარსელონამ მძიმე ბრძოლაში ატლეტიკო მადრიდი დაამარცხა და ლა ლიგაში ლიდერობა გაიმყარა. მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრა იხილა, სადაც ჰანსი ფლიკის გუნდმა მეტოქეს 3-1 მოუგო.
ამ მატჩში ტრავმა მიიღო დანი ოლმომ, რომელმაც მხარი გოლის გატანის დროს დაიზიანა. პირველადი ინფორმაციით, 27 წლის ესპანელი ნახევარმცველი მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს და ყველაზე კარგ შემთხვევაში ვარჯიშს 2026 წლის დასაწყისში განაახლებს.
გუშინდელ შეხვედრაში მოედანი ნაადრევად დატოვა პედრიმაც, თუმცა როგორც ჰანსი ფლიკმა დაადასტურა, ესპანელს ტრავმა არ მიუღია და უბრალოდ გადაღლილობასთან გვქონდა საქმე.








