სერია ა-ს მე-3 ტურში მილანი ესტუმრა რომის ლაციოს, რომელთანაც ითამაშა ფრე, 2:2.
ანგარიში გახსნა "როსონერიმ", სტრაჰინია პავლოვიჩის გოლის შემდეგ, თუმცა მეორე ტაიმში, 62-66 წუთების შუალედში, სტუმრებმა ორი გოლი მიიღეს.
"არწივების" მხრიდან გოლები ვალენტინ კასტელანოსმა და ბულაიე დიამ გაიტანეს. პაულუ ფონსეკას გუნდისთვის ქულის გადარჩენა მოგვიანებით რაფაელ ლეაუმ შეძლო.
სამი ტურის შემდეგ, მილანის ანგარიშზე მხოლოდ 2 ქულაა.