სერია ა-ს მე-14 ტურის მორიგი მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს მილანი და ემპოლი დაუპირისპირდნენ. მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში მასპინძელი გუნდის დომინანტური თამაში იხილა, რასაც ლოგიკური დასასრული ჰქონდა. პაულო ფონსეკას გუნდმა მეტოქე უშანსოდ, 3:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
"როსონერის" მხრიდან თავის გამოჩენა ალვარო მორატამ და ტიჯანი რეინდერსმა მოახერხეს. ამ უკანასკნელმა ემპოლის დუბლი შეუსრულა.
სტუმარი გუნდის რიგებში 71 წუთი ითამაშა საბა გოგლიჩიძემ, რომელიც ემპოლის მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
პაულო ფონსეკას გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 22 ქულა მოაგროვა. რაც შეეხება რობერტო დ'ავერსას გუნდს, ემპოლი 16 ქულით, მე-10 პოზიციაზე დარჩა.
ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა - 13 და 14 ოქტომბერს ფაზის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. პირველ დღეს ყველაზე საინტერესო აფიშას გვთავაზობს მადრიდი, სადაც ატლეტიკო მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. ატლეტიკო VS მანჩესტერ იუნაიტედი | 23:00…
დადასტურებულად — მატეო გაბია 2026 წელს მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებს. იტალიელმა მცველმა მძიმე ტრავმა სასუოლოსთან მატჩში მიიღო, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. დღეს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა მარცხენა ბარძაყის მომხრელი კუნთის დაზიანება გამოავლინა, რომელიც მ…
ოფიციალურად: უკრაინის ნაკრები საქართველოს კოშიცეში (სლოვაკეთი) უმასპინძლებს. ინფორმაციას უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს. ერთა ლიგის, B2 ჯგუფის მეექვსე ტურის შეხვედრა, კოშიცეს საფეხბურთო არენაზე (Košická futbalová aréna) გაიმართება. მატჩი 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45…
საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და საუდის არაბეთში საელჩოსთან კონსულტაციის შედეგად, აცხადებს უარს გაფრინდეს და მიიღოს მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია რეგიონში არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარებით. ბოლო…
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. წლის ბოლო ოფიციალურ მატჩში ჩვენი გუნდი უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველო - უნგრეთის მატჩი 14 ნოემბერს 21:00 საათზე გაიმართება. ბილეთების ონლაინ…
ინტერ მაიამის მთავარმა მწვრთნელმა, კილი გონსალესმა არ გამორიცხა ამერიკული გუნდის ლიბერტადორესის თასზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, რაც ლეო მესის კიდევ 1 ტიტულის მოგების შანსს მისცემს. ეს არის ის იშვიათი საკლუბო ჯილდო, რომელიც ლეგენდარული არგენტინელი ფლეიმეიქერის კოლექციაში…
კრიშტიანუ რონალდუმ CNN Portugal-თან ინტერვიუში კარიერაში 1000 გოლის გატანის მიზანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს თავს. "ხალხი სათანადოდ არ აფასებს იმას, რასაც ახლა ვაკეთებ. მათ უფრო მეტად აინტერესებთ, რამდენი გოლი მაკლია 1000-მდე. ეს არ მომ…