მილანის ამომავალი ვარსკვლავი, ფრანჩესკო კამარდა მაყურებლის გაოცებას ისევ აგრძელებს. 15 წლის "ბომბერი" კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა. იმის მიუხედავად, რომ პირველ გუნდში მას აღარ იწვევენ, ინაციო აბატეს პრიმავერაში გოლების გატანას ისევ აგრძელებს. მილანში კი ახალ კონტრაქტზე ფიქრობენ, რადგან ფრანჩესკოს მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება.
"როსონერის" და ფეხბურთელის აგენტ, ბეპე რისოს შორის, ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დიდი ხნის წინ დაიწყო და როგორც ჩანს, მხარეები ბოლოში გავიდნენ: წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, საუბარია კონტრაქტის 2027 წლამდე გახანგრძლივებაზე. საწყისი გეგმა ოდნავ განსხვავებული იყო, კამარდას კონტრაქტი მაშინ უნდა გაეხანგრძლივებინა, როდესაც 16 წლის გახდებოდა (10 მარტს), თუმცა ამ შემთხვევაში, ხელშეკრულება მხოლოდ 2026 წლამდე გაგრძელდებოდა, ეს კი მილანის გეგმებში ნაკლებად შედიოდა. შესაბამისად, მხარეებმა ზაფხულამდე მოცდა ამჯობინეს, აღნიშნული გადაწყვეტილება მილანს ფეხბურთელის კიდევ უფრო დიდი ხნით შენარჩუნების საშუალებას მისცემს.
რაც შეეხება სხვა კლუბების ინტერესს - მანჩესტერ სიტი და დორტმუნდი საქმეში არიან, ისინი ყველაზე მეტად აქტიურობენ, თუმცა როგორც ჩანს, სულ ტყუილად, რადგან მილანი ფეხბურთელის შენარჩუნებას გეგმავს.