მილანს მალე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. როგორც იტალიურ პრესაში იწერება, "როსონერის" დიდი ალბათობით პაულო ფონსეკა ჩაიბარებს. მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, მომავალ კვირაში კი საბოლოო დეტალების შეთანხმებას შეეცდებიან.
პაულო ფონსეკა ამ მომენტისთვის ფრანგული ლილის მწვრთნელია, თუმცა კლუბთან არსებული კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. ლილს პორტუგალიელის შენარჩუნება სურს, თუმცა მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ამ დრომდე ევრ თანხმდებიან. საქმეშია ასევე კიდევ ერთი ფრანგული კლუბი, კერძოდ მარსელი, რომელიც ფონსეკას 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა 51 წლის სპეციალისტს მილანში მუშაობა სურს.
მომდევნო კვირაში ფონსეკა-მილანთან დაკავშირებით, უფრო მეტ სიახლეს შევიტყობთ.