ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერია მალმიოს დაუპირისპირდა და განმეორებით მატჩში 3:1 დამარცხდა.
იბერიელებმა პირველი ნახევარი ძალიან კარგად ჩაატარეს და მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა საქმე გოლამდე არ მივიდა.
მეორე ნახევარში მალმიომ თავისი თამასი დაიბრუნდა, მომენტები გამოიყენა და ორი მატჩის ჯამში 6:2 გაიმარჯვა. მეორე მატჩში ჩვენი მხრიდან ერთადერთი გოლი ამირან ძაგანიამ გაიტანა.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სადაც მათი მეტოქე ესტონური ლევადია იქნება.








