კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერია ლევადიას დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი მატჩი ესტნელებმა 1:0 მოიგეს.
მატჩის წინ კომენტარი იბერიას მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ გააკეთა.
"ამდენ გოლს რომ ვერ გაიტან, საშიშროებაა, აქეთ გაუშვა და ასეც მოხდა. რეალიზაციის დიდი პრობლემა გვქონდა. არადა, ხარისხი არ გვაკლია და ასეთ ბურთებს სულ ვიტანთ ხოლმე.
ის, რომ ლევადიამ გვაჯობა და მოგებას იმსახურებდა, მათი გუნდის მწვრთნელს ვერ დავეთანხმებოდი. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და მინიმუმ არ უნდა წაგვეგო.
არაუშავს, იქ არ გავიდა, აქ გავა. ვფიქრობ, ჩემს გუნდს შეუძლია, რომ შინ მოიგოს და შემდეგ ეტაპზე გავიდეს", - განაცხადა კორღალიძემ.








