როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევროს შეადგენს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასზე ძვირადღირებული პარის სენ-ჟერმენის ისტორიაში გვხვდება მხოლოდ 2 მოთამაშე: კილიან მბაპე (€200 მილიონი) და ნეიმარ ჟუნიორი (€180 მილიონი). საუბარია მოთამაშის მაქსიმალურ ღირებულებაზე პსჟ-ში ყოფნის პერიოდში.
ცნობისთვის, ქართველი შემტევი უსწრებს ლიონელ მესის, რომლის სატრანსფერო ღირებულება პარიზულ გუნდში თამაშის დროს 80 მილიონ ევროს უდრიდა. არგენტინელი ფლეიმეიქერის გარდა, ნაპოლის ყოფილი ლიდერი "ლურჯ-წითლების" კიდევ არაერთ ვარსკვლავზე წინ არის.
1. კილიან მბაპე - €200 მილიონი
2. ნეიმარ ჟუნიორი - €180 მილიონი
3. ხვიჩა კვარაცხელია - €85 მილიონი
4. ლიონელ მესი - €80 მილიონი
5. მაურო იკარდი - €80 მილიონი
6. ოსმან დემბელე - €80 მილიონი
7. ჩავი სიმონსი - €80 მილიონი
8. მარკინიოს კორეა - €75 მილიონი
9. მარკო ვერატი - €75 მილიონი
10. აშრაფ ჰაკიმი - €70 მილიონი