ვალენსიას ყოფილმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა იდეალური კარის დარაჯი დაასახელა. ვეტერანისთვის ასეთი არის მადრიდის რეალის გოლკიპერი, ტიბო კურტუა. ყოფილმა ესპანელმა მეკარემ აღნიშნა, რომ მისი ფავორიტი კარის დარაჯებს შორის არის დიეგო მარადონას, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ნაზავი.
"იდეალური მეკარე? კურტუა. ის არის მარადონას, მესისა და რონალდუს ნაზავი კარის დარაჯებს შორის. ჩემი აზრით, ის თავის კონკურენტებზე მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგას", - განაცხადა "ღამურების" ყოფილმა გოლკიპერმა. შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა კარის დარაჯმა გასული სეზონი ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო გამოტოვა.
წელს ტიბო მწყობრშია და მიმდინარე სეზონში მან კარი მშრალად უკვე ოთხ შეხვედრაში შეინახა. მის შესახებ კიდევ იმის თქმა შეგვიძლია, რომ დომენიკო ტედესკოსთან კონფლიქტის გამო, ტიბომ ბელგიის ეროვნული გუნდის განკარგულება დატოვა.