საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრების ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს.
საქართველოს ეროვნულმა ტურნირის მესამე შეხვედრაში ბულგარეთი ოვერტაიმში 8:7 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებიდან სამი გოლი მაკარ ნიკიშანინმა გაიტანა, ნიკიტა ბუკიამ დუბლი შეასრულა, თითოჯერ თავი ივან კარელინმა და კონსტანტინე გავრილენკომ გამოიჩინეს, გამარჯვების გოლი კი ბორის კოჩკინის ანგარიშზეა.
ამ დრომდე საქართველოს ნაკრებ ბულგარეთთან ექვსი მატჩი ჰქონდა ჩატარებული ( 3 მოგება, 3 წაგება), აღნიშნული გამარჯვებით კი ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ შეიცვალა, (4 მოგება, 3 წაგება).
საქართველოს ნაკრები სამი ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერია.
ტურნირში გამარჯვებული პირველადგილოსანი გუნდი აღზევდება მე-2 დივიზიონის A ჯგუფში.
საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები მორიგ შეხვედრას 2 მაისს ტაიპეის წინააღმდეგ გამართავს.
2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფის მატჩების განრიგი
2 მაისი. 05:00. საქართველო - ტაიპეი
3 მაისი. 05:00. საქართველო - ტაილანდი








