როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში პარის სენ-ჟერმენმა ბრესტი ანგარიშით 7:0 გაანადგურა. ლიგა 1-ის დომინანტი გახდა მესამე გუნდი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პლეიოფში მეტოქეს 7-ბურთიანი სხვაობით მოუგო. პსჟ-მდე ეს მიუნხენის ბაიერნმა და მანჩესტერ სიტიმ შეძლეს.
"რეკორდმაისტერმა" ისტორია დაწერა 2011/2012 წლების სეზონში, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში ბაზელი 7:0 გაანადგურა. 7 წლის შემდეგ კი "ქალაქელებმა" იგივე გელზენკირხენის შალკეს გაუკეთეს. როგორც ვხედავთ, პარიზელებმა ნამდვილად ისტორიული მიღწევა გაიმეორეს.
შეგახსენებთ, რომ "მეკობრეების" განადგურებაში უდიდესი როლი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც გაიტანა გოლი და ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ამის გარდა, ქართველმა ვინგერმა ყველაზე მაღალი შეფასებაც მიიღო.