მერსედესის დუბლი — ბელგიის გრან პრი ჯორჯ რასელმა მოიგო

სპას ტრასაზე გამარჯვება მერსედესის ბრიტანელმა პილოტმა, ჯორჯ რასელმა მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი, ლუის ჰემილტონი გავიდა. მესამე პოზიცია კი მაკლარენის ავსტრალიელმა მრბოლელმა, ოსკარ პიასტრიმ დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ჯორჯ რასელმა სტარტი მე-6 პოზიციიდან აიღო, პიტ სტოპზე მხოლოდ ერთხელ შევიდა და რბოლის გამარჯვებული გახდა. მან მიმდინარე სეზონში მეორე, ხოლო კარიერაში მესამე გრან პრი მოიგო.
ბელგიის გრან პრი დასრულდა ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის პირველი ნაწილი და გუნდები 1 თვიან შესვენებაზე გავიდნენ. შემდეგი, მე-15 გრან პრი 25 აგვისტოს, ნიდერლანდებში გაიმართება.







