2025 წლის ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩი მოიგო ნიკოლოზ ბასილაშვილმა და მთავარ ბადემდე ერთი გამარჯვება აშორებს.
32 წლის ქართველი ჩოგბურთელი კვალიფიკაციის 1/2 ფინალში რუს ალიბეკ კოჩმაზოვს შეხვდა, მეტოქე ორ სეტში (7-5, 6-4) დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც იტალიელ ფრანჩესკო პასაროს შეხვდება — დაპირისპირება ხვალ დილას, თბილისის დროით 7 საათზე დაიწყება.
სამწუხაროდ, ავსტრალიის ღია პირველობის კვალიფიკაციის 1/2 ფინალში დამარცხდა კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი, მარიამ ბოლქვაძე და ტურნირს გამოეთიშა.