მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მეკარემ, მარკ ბოსნიჩმა ისაუბრა ანდრე ონანას შესახებ. ვეტერანმა კიპერმა აღნიშნა, თუ რა სირთულეებს შეეჭიდა კამერუნელი კარის დარაჯი "წითელ ეშმაკებში" გადმოსვლის შემდეგ. შეგახსენებთ, ის ინგლისის ჩემპიონატში გადმოვიდა გასული წლის ზაფხულში, მილანის ინტერიდან.
"ონანა ძალიან დაეხმარა ინტერს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის საკითხში, თუმცა მანჩესტერში მან ყველას გაუცრუა იმედი. ისეთი შეგრძნება იყო, რომ ანდრეს კარში ნებისმიერი წასული დარტყმა გოლი იქნებოდა. მილანურ გუნდში თამაშისას, 3 უკანახაზელის უკან ის იყო უფრო დაცული, ზოგადად, იტალიის ჩემპიონატში დაცვა ხომ ხელოვნებაა.
პრემიერ ლიგაში გადმოსვლის შემდეგ კი სულ სხვა სიტუაციაა. არ ვიცი, რა სჭირს იუნაიტედის მეკარეს. მინდა ავღნიშნო, მის თამაშში პროგრესი რომ ნელ-ნელა შეინიშნება. გამოსარჩევია პირველი ტაიმი ლივერპულთან, რომელიც 28-წლის კარის დარაჯმა უბრალოდ შესანიშნავად ჩაატარა", - განაცხადა ავსტრალიელმა ექს-კიპერმა.