ფრანგული პრესა კვლავ წერს იმის შესახებ, თუ რომელი თავდამსხმელი უნდა იყოს ლიონის სასტარტო შემადგენლობაში - ალექსანდერ ლაკაზეტი თუ გიორგი მიქაუტაძე. დღეს, ოლიმპიკი ევროპა ლიგაზე სტუმრად ეთამაშება ჰოფენჰაიმს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ძირითადში ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი იქნება.
ლიგა 1-ის შემდეგ ტურში კი რონელები ეთამაშებიან თავიანთ პრინციპულ მოწინააღმდეგეს - სენტ-ეტიენს, ამ შეხვედრაში სასტარტოში უკვე ფრანგ ფორვარდს ელიან. SoFoot-ი "ლომების" შემტევების შესახებ წერს შემდეგს: "გენერალი ლაკაზეტი თუ მეფე ჟორჟი? საჟს ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
ერთ მხარეს არის ლიონის ლეგენდა და კაპიტანი, მეორე მხარეს კი განვლილი ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენა. პიერს სასტარტოს შერჩევასთან დაკავშირებით ყოველი მატჩის წინ თავსატეხი აქვს", - წერს ფრანგული პრესა.