ნაპოლის გარემარბმა, მატეო პოლიტანომ თავისი გუნდის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს ყოფილი ჩემპიონის რიგებში მივიდა ანტონიო კონტე, მასთან ერთად კი რომელუ ლუკაკუ, დავიდ ნერეში, სკოტ მაკტომინეი და კიდევ რამდენიმე ახალი მოთამაშე. იტალიელი ვინგერი სწორედ "პარტენოპეიში" არსებულ ცვლილებებზე საუბრობს.
"კონტესთან ურთიერთობა? სასიამოვნო იყო მასთან კიდევ ერთხელ შეხვედრა. ინტერში თამაშის დროს, მასთან ერთად რამდენიმე თვე გავატარე. ის საოცრად მოტივირებულია და ნაპოლიში მუშაობისთვის მზად არის. რა შეიცვალა გუნდში ანტონიოს მოსვლის შემდეგ? ტაქტიკურად, მე და კვარა მეტოქის კართან ახლა უფრო ახლოს ვართ.
ამის გარდა, ჩვენ ხშირად პოზიციების ცვლაც გვიწევს. ყველაფერი არის კარგად, თუმცა ჯერჯერობით გზის დასაწყისში ვართ. დიდი ხანია ვთამაშობთ ერთად, შეთამაშებულები ვართ და პოზიციების ცვლა არ გვიჭირს. ლუკაკუს ტრანსფერი? ის სამაგილოთო ფორვარდია, მისი კარიერა ყველაფერზე მეტყველებს", - განაცხადა "პარტენოპეის" ვინგერმა.