ესპანეთის ლა ლიგის ბოლო ტურში ერთმანეთს სელტა და ვალენსია დაუპირისპირდნენ. ვინაიდან ორივე გუნდი უმოტივაციო იყო, მატჩი უხვგოლიანი, გახსნილი გამოდგა და ფრედ, 2:2 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ვალენსიელთა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც "ღამურებში" საიუბილეო, მე-100 მატჩი ჩაატარა.
დიდი ალბათობით, ეს მე-100 მატჩი მამარდასთივს უკანასკნელი იყო ვალენსიას მაისურით, რადგან სავარაუდოდ, ის გუნდს ზაფხულში დატოვებს. მისი შეძენით ატლეტიკო, ნიუკასლი და სხვა გუნდები არიან დაინტერესებულები.
შეგახსენებთ, რომ საბოლოო შედეგით, ვალენსიამ 38 ტურში 49 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილი დაიკავა.