ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა თბილისში, სადაც მაყურებელმა იბერია 1999-სა და მალმიოს დაპირისპირება იხილა.
ქართული გუნდისთვის სამწუხაროდ, შვედებმა ლევან კორღალიძის შეგირდები ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და საკმაოდ მარტივი გამარჯვებაც მოიპოვეს, 1-3.
გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 15 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.
იბერია 1-3 მალმიო
გოლები: 0-1 ბუსანელო 8', 0-2 დანიელ გუდიონსენი 58', 0-3 ტაჰა ალი 71', 1-3 ანეს რუსევიჩი.







