უცხოური მედია და გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ კილიან მბაპეს მადრიდული კარიერა წარუმატებლად დაიწყო და ფრანგ შემტევს უფრო მეტი მოეთხოვება.
ამ და სხვა თემებზე სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ამომწურავად ისაუბრა.
კილიან მბაპეზე:
"მბაპე რეალში ცუდად თამაშობს? - ამას არ ვეთანხმები. კილიანმა სადებიუტო თამაშშივე გოლი გაიტანა. აუცილებელი არ არის ყველა მატჩში გაიტანოს, მთავარია შეტევა იყოს ძლიერი. ჩვენ პირველ 3 მატჩში 6 გოლი გავიტანეთ, რაც კარგი შედეგია და ყველა შემტევის თამაშით კმაყოფილი ვარ. მბაპეს სურს, რომ შემდეგ მატჩში გოლი გაიტანოს და ვფიქრობ, ეს გამოუვა."
სანაძლეო ფედე ვალვერდესთან:
"ფედეს ხუმრობით სანაძლეო დავუდე, რომ ის 30 გოლს გაიტანს. ვალვერდეს განვითარების გზით მოხიბლული ვარ. ის ნამდვილი ლიდერია და მოხარული ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელი მყავს გუნდში."
მჭიდრო კალენდარზე:
"როცა ჩემპიონთა ლიგა დაიწყება, კვირაში 3-ჯერ თამაში გვექნება, ამიტომ ხშირი როტაცია საჭიროა. მე კი მყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ვენდობი და როტაციის პრობლემა არ გვაქვს."
ცენტრალური მცველის პოზიციაზე:
"ჩემი აზრით, ამჟამად მილიტაო კარიერაში საუკეთესო ფორმაშია. რუდიგერთან ერთად ის დაცვის ცენტრში კარგ დუეტს ქმნის. დავიდ ალაბამ ვარჯიში განაახლა და მალე დაგვიბრუნდება. ამ პოზიციაზე პრობლემა ნაკლებად გვაქვს."
ჩუამენის შედარება კროოსთან:
"ჩუამენი რეალისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მოედანზე დიდ სამუშაოს ასრულებს. კროოსი სხვა სტილის ფეხბურთელი იყო. მას ტონის ვერ შევადარებ, ისევე, როგორც კროოსს - ჩუამენის."