ბუნდესლიგა და ლიგა 1 დასრულდა, დღეს ბოლო მატჩები გაიმართება პრემიერ ლიგაში, ლა ლიგასა და სერია ა-შიც. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ტოპ 5 ლიგის ბოლო ტურიდან.
პრემიერ ლიგა - ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა
პრემიერ ლიგაში ჩემპიონის ვინაობა გარკვეულია, ტიტულს ლივერპული დაეუფლა. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა კი ბოლო წუთამდე გაგრძელდება. შეგახენებთ, რომ ინგლისს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ეყოლება 5 კლუბი + ევროპა ლიგის მომგები ტოტენჰემი.
ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ასევე გარანტირებული აქვს მეორე ადგილზე მყოფ არსენალსაც, დანარჩენი ადგილებისთვის კი იბრძვიან შემდეგი კლუბები: მანჩესტერ სიტი, ჩელსი, ნიუკასლი, ასტონ ვილა და ნოტინგემი.
ლა ლიგა - ჩემპიონატი, სადაც ყველაფერი გარკვეულია
ლა ლიგის უკანასკნელი ტურისთვის ინტრიგა შემორჩენილი არ არის. ბარსელონას პირველი ადგილიდან ვერავინ ჩამოაგდებს, ჩემპიონთა ლიგაზე კი ასევე ითამაშებენ შემდეგი კლუბები: რეალ მადრიდი, ატლეტიკო მადრიდი, ატლეტიკ ბილბაო და ვილიარეალი.
გუშინ "სამეფო კლუბი" დაემშვიდობა კარლო ანჩელოტისა და ლუკა მოდრიჩს, ვალენსია კი გიორგი მამარდაშვილს. შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი კარიერას გააგრძელებს ბრაზილიის ეროვნულ გუნდში, ქართველი გოლკიპერი შეუერთდება ლივერპულს, ხორვატი ფლეიმეიქერის მომავალი კი ჯერ გაურკვეველია.
სერია ა - მეოთხე ვაკანტური ადგილისთვის ბრძოლა
სერია ა-ს ჩემპიონი გახდა ნაპოლი, მილანის ინტერი კი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. მათ გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს ბერგამოს ატალანტა, მე-4 საგზური კი ჯერ კიდევ ვაკანტურია. მე-4 პოზიციაზე ამ მომენტისთვის არის იუვე, მაგრამ პრეტენზიას ასევე რომა და ლაციო აცხადებენ.
საინტერესო ბრძოლა არის სერია ა-ს სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშიც, სადაც საბა გოგლიჩიძის ემპოლი იმყოფება. უკანასკნელ ტურში ტოსკანელთა მეტოქე იქნება ვერონა, რომელსაც იტალიის უმაღლეს დივიზიონში დარჩენა გარანტირებული ასევე არ აქვს.
კვირის მატჩის დღე
| დრო | მატჩი | ტურნირი |
| 16:00 | ჟირონა-ატლეტიკო | ლა ლიგა |
| 19:00 | ნოტინგემი-ჩელსი | პრემიერ ლიგა |
| 19:00 | მან იუნაიტედი-ასტონ ვილა | პრემიერ ლიგა |
| 19:00 | ფულჰემი-მან სიტი | პრემიერ ლიგა |
| 19:00 | ლივერპული-კრისტალ პალასი | პრემიერ ლიგა |
| 19:00 | საუთჰემპტონი-არსენალი | პრემიერ ლიგა |
| 20:30 | ბურგოსი-ლევანტე | ლა ლიგა 2 |
| 20:30 | გრანადა-კასტელონი | ლა ლიგა 2 |
| 22:45 | ვენეცია-იუვენტუსი | სერია ა |
| 22:45 | ემპოლი-ვერონა | სერია ა |
| 23:00 | ბილბაო-ბარსელონა | ლა ლიგა |
| 03:00 | ატლანტა-ცინცინატი | MLS |








