ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, დღეს, მაყურებელი ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის პლეიოფებს იხილავს. საინტერესოა, რომ ერთ-ერთ დაპირისპირებაში ერთგვარ ქართულ დერბისაც ვიხილავთ.
კოპენჰაგენი V ჰაიდენჰაიმი
გიორგი გოჩოლეიშვილი ბუდუ ზივზივაძის წინააღმდეგ. კოპენჰაგენმა და ჰაიდენჰაიმმაც კონფერენს ლიგის ფაზაში ადგილი დაიკავეს საუკეთესო რვა გუნდს მიღმა, რის გამოც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მათ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში უწევთ. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი "როთბლაუსში" იანვარში გადავიდა.
კარლსრუეს ყოფილი თავდამსხმელის მიზანია ბადენური გუნდისთვის ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება და კონფერენს ლიგაზე რაც შეიძლება წინ გასვლა. "ლურჯ-წითლებისთვის" იწერება ისტორია, ეს გუნდი ხომ ევროსარბიელზე პირველად ასპარეზობს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა 30 წლის ფორვარდი იმ ყველაფრის განხორციელებას, რაც ჩაფიქრებული აქვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანკ შმიდტის გუნდის მე-12 ნომერს ახალ გარემოში გოლი ჯერ არ გაუტანია. ვნახოთ, შესაძლოა ნავსი სწორედ კონფერენს ლიგაზე გატყდეს. მივადექით ქართველ განაპირა მცველს, რომელიც ევროსარბიელზე "ლომების" ძირითადის ხშირი სტუმარი სამწუხაროდ არ ყოფილა.
დედაქალაქური გუნდის მარჯვენა მცველმა ჩაატარა მხოლოდ ერთი სრული შეხვედრა - ოქტომბრის დასაწყისში, იაგოლენიასთან. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ზივზივაძე უდიდესი ალბათობით იქნება ძირითადში, 23 წლის განაპირა მცველის საკითხი კი გარკვეული არ არის. იმედი დავიტოვოთ, რომ დღეს, ორივე მოთამაშეს ვიხილავთ.
ბოლოს დავამატებთ იმასაც, რომ ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი კონფერენს ლიგის მერვედფინალში ლონდონის ჩელსის ან ვიტორია გიმარაეშს შეხვდება. ყველაფერს წილისყრა გადაწყვეტს. "თეთრებისა" და ფოიტ-არენას ბინადრების მატჩი ჩვენი დროით 23:55 საათზე დაიწყება.
ევროპა ლიგის პლეიოფის ყველა მატჩი:
21:45 - ფენერბაჰჩე-ანდერლეხტი
21:45 - მიდტიულანდი-სოსიედადი
21:45 - სენტ ჟილი-აიაქსი
21:45 - ფერენცვაროში-პლზენი
23:55 - პორტუ-რომა
23:55 - ალკმაარი-გალათასარაი
23:55 - პაოკი-სტიაუა
23:55 - ტვენტე-ბოდო გლიმტი
კონფერენს ლიგის პლეიოფის ყველა მატჩი:
21:45 - ვიკინგური-პანათინაიკოსი
21:45 - მიოლდე-შემროკი
21:45 - სელიე-აპოელი
21:45 - ბაცკა ტოპოლა-იაგელონია
23:55 - კოპენჰაგენი-ჰაიდენჰაიმი
23:55 - გენტი-ბეტისი
23:55 - ომონია-პაფოსი
23:55 - ბორაცი-ოლიმპია