შაბათის მატჩის დღეს ტრადიციულად არაერთი საინტერესო დაპირისპირება გველის. მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით.

პრემიერ ლიგა
პრემიერ ლიგაში ყველაზე საინტერესო მოხდება პირველ შეხვედრაშივე - მანჩესტერ სიტი ნოტინგემ ფორესტს ესტუმრება. აღნიშნული გუნდები არიან მესამე - მეოთხე პოზიციებზე, 48-47 ქულით. მათ გარდა, თავის მატჩს დღეს ჩაატარებს პრემიერ ლიგის ლიდერი ლივერპულიც, რომელიც აუტსაიდერ საუთჰემპტონს მიიღებს.
16:30 - ნოტინგემი-მანჩესტერ სიტი
19:00 - ლივერპული-საუთჰემპტონი
19:00 - ბრაიტონი-იფსვიჩი
19:00 - კრისტალ პალასი-იფსვიჩი
21:30 - ბრენტფორდი-ასტონ ვილა
ლა ლიგა
ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია იბრძვის ადგილის შენარჩუნებისთვის და ერთ-ერთი კონურენტი მისთვის რეალ ვალიადოლიდი არის. დღეს, ეს გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ. ამის გარდა, სატურნირო ცხრილის ლიდერი, ბარსელონა, ოსასუნას მიიღებს.
17:00 - სელტა-ლეგანესი
19:15 - ალავესი-ვილიარეალი
21:30 - ვალენსია-ვალიადოლიდი
23:55 - ბარსელონა-ოსასუნა
სერია ა
სერია ა-ში თავის შეხვედრებს დღეს ჩაატარებენ ინტერი და მილანი. ჩემპიონატის ლიდერი საკუთარ კედლებში მიიღებს მონცას, მისი თანაქალაქელი კი ლეჩეს ესტუმრება. კალჩოს დანარჩენი დიდი კლუბები ხვალ ითამაშებენ.
18:00 - პარმა-ტორინო
18:00 - კომო-ვენეცია
21:00 - ლეჩე-მილანი
23:45 - ინტერი-მონცა
ბუნდესლიგა
ბუნდესლიგაში საჩემპიონო გზაზე არის მიუნხენის ბაიერნი, რომელიც დღეს აუტსაიდერ ბოხუმს მიიღებს. გერმანიის ჩემპიონატის ლიდერის მთავარი კონკურენტი, ლევერკუზენის ბაიერი კი ბრემენის ვერდერს ესტუმრება.
18:30 - ბაიერნი-ბოხუმი
18:30 - ლევერკუზენი-ვერდერი
18:30 - დორტმუნდი-აუგსბურგი
18:30 - ვოლფსბურგი-სანქტ პაული
18:30 - კილი-შტუტგარტი
21:30 - ფრაიბურგი-ლაიფციგი
ლიგა 1
ქართველი მაყურებლისთვის ყველაზე საინტერესო შეხვედრა გაიმართება ლიგა 1-ში, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენი რენს ესტუმრება. ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულთან დასანანი წაგების შემდეგ, პსჟ თავისი ქომაგების თვალში რეაბილიტაციას ეცდება.
20:00 - რენი-პსჟ
22:00 - ლილი-მონპელიე
23:55 - მონპელიე-ლანსი
შაბათის მატჩის დღის ყველა მატჩი:
16:30 - ნოტინგემი-მანჩესტერ სიტი
16:30 - უოტფორდი-მილუოლი
18:00 - სალერნიტანა-მოდენა
18:30 - ბაიერნი-ბოხუმი
19:00 - ლივერპული-საუთჰემპტონი
20:00 - რენი-პსჟ
21:00 - ლეჩე-მილანი
21:30 - ვალენსია-ვალიადოლიდი
23:45 - ინტერი-მონცა
23:55 - ბარსელონა-ოსასუნა
04:30 - ატლანტა-რედ ბულსი