სანაკრებო შესვენების დასრულების შემდეგ, გვიბრუნდება საკლუბო ფეხბურთი, თანაც ქართული დერბით ლიგა 1-ში - ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენი ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენს ესტუმრება. განვიხილოთ, როგორც აღნიშნული მატჩი, ისე სხვებიც.

ლა ლიგა
ხუთშაბათს შედგა გადადებული შეხვედრა ბარსელონასა და ოსასუნას შორის, რომელშიც მასპინძლებმა გამარჯვება მოიპოვეს. ლა ლიგას კვლავ ჰყავს ერთპიროვნული ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ "ბლაუგრანას" კონკურენტებს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ. რეალი მიიღებს ლეგანესს, ატლეტიკო კი ესპანიოლს ესტუმრება.
17:00 - სოსიედადი-ვალიადოლიდი
19:15 - ესპანიოლი-ატლეტიკო
21:30 - ალავესი-რაიო ვალეკანო
00:00 - რეალი-ლეგანესი
სერია ა
სერია ა-ში დღეს თავის შეხვედრას ჩაატარებს საბა გოგლიჩიძის ემპოლი, რომელიც კომოს ესტუმრება. დღეს ასევე ვიხილავთ განახლებულ ტურინის იუვენტუსს, იგორ ტუდორის ხელში. კალჩოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ტიაგო მოტას წასვლის შემდეგ, პირველ მატჩს ჯენოასთან გამართავს.
18:00 - ვენეცია-ბოლონია
18:00 - კომო-ემპოლი
21:00 - იუვენტუსი-ჯენოა
23:45 - ლეჩე-ჯენოა
ბუნდესლიგა
ბუნდესლიგაში გოლების ანგარიში გახსნა ბუდუ ზივზივაძემ, დღეს კი მისი ჰაიდენჰაიმი ვოლფსბურგს ესტუმრება. შეგახსენებთ, რომ გერმანიის უმაღლესი დივიზიონიდან დაქვეითების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი არის სწორედ "როთბლაუსი", რომელიც 19 ქულით მე-17 პოზიციაზე არის. ქართველი ფორვარდის მისია ბადენელებისთვის ადგილის შენარჩუნება არის.
18:30 - ბაიერნი-სანქტ პაული
18:30 - გლადბახი-ლაიფციგი
18:30 - ვოლფსბურგი-ჰაიდენჰაიმი
18:30 - კილი-ვერდერი
18:30 - ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი
21:30 - აინტრახტი-შტუტგარტი
ლიგა 1
დღის მთავარი დაპირისპირება - ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენის სტუმრობა ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენთან. ორივე ლეგიონერს აქვს განსხვავებული მისია: პსჟ ჩემპიონობის გაფორმებასთან ერთ ნაბიჯშია, "ლეს ვერტსი" კი გასავარდნ ზონაშია. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ პარიზმა ჩემპიონობა მართლაც დღესვე გაიფორმოს.
"ლურჯ-წითლებს" ამისთვის რონელების დამარცხება სჭირდებათ, მარსელის ოლიმპიკმა, მონაკომ და ნიცამ კი ვერ მოიგონ. დავუბრუნდეთ ქართველ ლეგიონერებს, რომლებსაც წარსულში ერთმანეთის წინააღმდეგ 2 მატჩი აქვთ ჩატარებული. 2018 წელს ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რუსთავისა და თბილისის ლოკომოტივის თამაშში, რომელიც დასრულდა ფრედ, 1:1.
სამი წლის შემდეგ კი ყაზანის რუბინმა ტულის არსენალი გაანადგურა და ცნობისთვის, ამ შეხვედრის უკანასკნელი გოლი პარკ დე პრენსის ამჟამინდელმა ვარსკვლავმა შეაგდო. დღეს, გაიმართება მათი რიგით მე-3 მატჩი ერთმანეთის წინააღმდეგ.
20:00 - რეიმსი-მარსელი
22:00 - სენტ ეტიენი-პსჟ
00:05 - მონაკო-ნიცა
შაბათის მატჩის დღის ყველა გამორჩეული დაპირისპირება
16:30 - უოტფორდი-პლიმუთი
18:00 - კომო-ემპოლი
18:30 - ბაიერნი-სანქტ პაული
18:30 - ვოლფსბურგი-ჰაიდენჰაიმი
19:15 - ესპანიოლი-ატლეტიკო
21:00 - იუვენტუსი-ჯენოა
22:00 - სენტ ეტიენი-პსჟ
00:00 - რეალი-ლეგანესი
00:00 - ალმერია-ლევანტე
03:30 - ატლანტა-ნიუ იორკი