ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის შემდეგ, დღეს, გაირკვევა ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის საუკეთესო 16 გუნდის ვინაობა. განვიხილოთ დღევანდელი მატჩის დღე.
ჰაიდენჰაიმი V კოპენჰაგენი (2:1)
ამ გუნდების პირველ შეხვედრაში ჰაიდენჰაიმმა 2:1 იმარჯვა. ქართველმა ლეგიონერებმა აღნიშნული დაპირისპირება დაიწყეს სათადარიგოთა სკამიდან - ბუდუ ზივზივაძე შემოვიდა 61-ე წუთზე, გიორგი გოჩოლეიშვილი კი 78-ე წუთზე. ჯერჯერობით უცნობია, იქნებიან თუ არა ისინი სასტარტოში დღევანდელ მატჩში.
აღნიშნული წყვილის გამარჯვებული კონფერენს ლიგის მერვედფინალში ლონდონის ჩელსისა და ვიტორია გიმარაეშს შორის ერთ-ერთს შეხვდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ "როთბლაუსში" გადასვლის შემდეგ, ქართველ ფორვარდს გოლი ჯერ არ გაუტანია. იმედი დავიტოვოთ, რომ ნავსი დღეს გატყდება.
შეგახსენებთ, რომ ლიონის ოლიმპიკი ევროპა ლიგის პლეიოფში არ მონაწილეობს. ფრანგული გუნდი მოხვდა საუკეთესო რვა გუნდს შორის, რის შედეგადაც რონელებმა 1/8 ფინალის საგზური გაიფორმეს. რაც შეეხება პოტენციურ მეტოქეს, ამსტერდამის აიაქსისა და უნიონ სენტ-ჟილს შორის მოგებულს შეხვდებიან "ლომები".
ამის გარდა, არსებობს კიდევ ერთი წყვილი, რომელიც გრუპამა სთეიდიუმის ბინადრებს უკავშირდება - სტიაუა/პაოკი. როგორც ვხედავთ, არსებობს იმის ალბათობა, რომ ევროპა ლიგის 1/8 ფინალში გიორგი მიქაუტაძე "ებრაელებს" დაუპირისპირდეს. ახალგაზრდა ფორვარდის კარიერის ყველაზე უსიამოვნო მომენტი სწორედ "თეთრ-წითლებში" გატარებულ პერიოდს უკავშირდება.
ევროპა ლიგის პლეიოფის ყველა მატჩი:
კონფერენს ლიგის პლეიოფის ყველა მატჩი: