მოჰამედ სალაჰი უკანასკნელ ერთ კვირაში ოქროს ბურთს მნიშვნელოვნად ჩამოშორდა. შუა კვირაში ლივერპული ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხდა პარის სენ-ჟერმენთან, კვირის ბოლოს კი გაიმართა ინგლისის ლიგის თასის ფინალი, რომელშიც პრემიერ ლიგის ლიდერმა ნიუკასლთან წააგო. საინტერესოა, რომ მო სალაჰმა კარში ერთხელაც ვერ დაარტყა.
ეგვიპტელმა თავდამსხმელმა თავისი კარიერის განმავლობაში ითამაშა 13 ფინალში და აღსანიშნავია ის, რომ თამაშიდან მას არცერთხელ არ გაუტანია. "წითლების" ლიდერმა გაიტანა ორი 11-მეტრიანი, ერთხელ 2019 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტოტენჰემთან, მეორედ კი 2022 წელს ინგლისის სუპერთასის ფინალში მანჩესტერ სიტისთან.
ამის გარდა, მერსისაიდული გუნდის მე-11 ნომერმა სანაკრებო ტურნირების ჩათვლით ითამაშა 11 ფინალი, თუმცა გოლი მას არ გაუტანია. შეგახსენებთ იმასაც, რომ "ფარაონმა" მიმდინარე სეზონში უკვე 32 ბურთის შეგდება მოასწრო.