ლა ლიგის 23-ე ტურის ფარგლებში ბარსელონა ესტურმა ალავესს, რომელიც ანგარიშით 3:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში გახსნა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომლის შემდეგ მასპინძლების კარი ილქაი გუნდოგანმაც აიღო. შემდეგ იყო ბურთი უკვე კატალონიელების კარში სამუ ომოროდიონის შესრულებით, საბოლოო წერტილი კი კვლავ ვიტორ როკემ დასვა.
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ჩაატარა მეხუთე შეხვედრა თავისი გუნდის შემადგენლობაში და ხუთივე შემთხვევაში ის სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა. ამის მიუხედავად, მის ანგარიშზე უკვე ორი ბურთია. აღსანიშნავია, რომ გოლის გატანის შემდეგ, როკემ 5 წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო.
ბასკეთში გამარჯვების შემდეგ, "ბლაუგრანას" 50 ქულა დაუგროვდა. მადრიდის "რეალთან" ჩამორჩენა შეადგენს 7 ქულას, თუმცა სატურნირო ცხრილის ლიდერს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.