ნაპოლისა და ტორინოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასპინძელთა მარცხენა მცველმა, მარიო რუიმ, კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, "პარტენოპეის" მხრიდან კი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. სწორედ პორტუგალიელი განაპირა მცველის ჩაწოდების შემდეგ აიღო მან "გრანატას" კარი.
"გული მწყდება იმის გამო, რომ ვერ გავიმარჯვეთ. სამწუხაროა, როდესაც იტან გოლს და მალევე საპასუხოს იღებ შენს კარებში. რაც არ უნდა იყოს, ნაპოლი სწორ გზაზეა, მატჩიდან მატჩამდე ვიხვეწებით. წინ ბარსელონასთან თამაშია და ვეცდებით, საუკეთესო პერფომანსის ჩვენებას. ჩემი და ოსიმენის დაბრუნების შემდეგ, "პარტენოპეის" თამაში ნამდვილად შეიცვალა.
ახლა უფრო მარტივად გამოგვდის ყველაფერი. სეხონის დასკვნით ნაწილში უმნიშვნელოვანესი მატჩები გველის და ცხადია, თავი საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ", - განაცხადა "აძურის" განაპირა მცველმა.
შეგახსენებთ, პიემონტელებთან ნათამაშები ფრეს შემდეგ, სკუდეტოს მოქმედი ჩემპიონი 44 ქულით მე-7 პოზიციაზე არის.