WTA-ის განახლებულ რეიტინგში, მარიამ ბოლქვაძე 25 პოზიციით დაწინაურდა, საუკეთესო 200-ში დაბრუნდა და ამჟამად 191-ე ადგილს იკავებს.
27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა სლოვენიაში გამართულ ტურნირზე მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 მატჩი მოიგო და საბოლოოდ, მეორე ადგილი დაიკავა.
მარიამ ბოლქვაძეს WTA რეიტინგში 375 ქულა აქვს და საქართველოს მასშტაბით ნომერ პირველი ჩოგანია, მეორე ადგილს კი 163 სარეიტინგო ქულით ეკატერინე გორგოძე იკავებს.
ცნობისთვის, WTA რეიტინგს სათავეში 10541 სარეიტინგო ქულით არინა საბალენკა უდგას, რომელიც მეორე ადგილოსან იგა სვიატეკს 3071 ქულით უსწრებს.