ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის 22-ე გრან პრის გამარჯვებული, რომელსაც ლას ვეგასმა უმასპინძლა, მერსედესის ბრიტანელი მრბოლელი, ჯორჯ რასელი გახდა.
მეორე ადგილზე ჯორჯ რასელის თანაგუნდელი, ლუის ჰემილტონი გავიდა, ხოლო დღევანდელ რბოლაში მესამე პოზიცია ფერარის ესპანელმა პილოტმა, კარლოს საინსმა დაიაკვა.
აღსანიშნავია, რომ დღვანდელ რბოლაში სეზონის ჩემპიონობა გაიფორმა მაქს ვერსტაპენმა — 27 წლის ნიდერლანდელი მრბოლელი 4-გზის ჩემპიონი გახდა და აღნიშნული შედეგით ალან პროსტის და სებასტიან ფეტელის შედეგი გაიმეორა.
ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის შემდეგ, რიგით 23-ე გრან პრის კატარი 1-ელ დეკემბერს უმასპინძლებს, ხოლო ბოლო რბოლა 8 დეკემბერს, აბუ დაბიში ჩატარდება.