მაქს ვერსტაპენი ბელგიის გრან პრის კვალიფიკაციის გამარჯვებულია

ბელგიის გრან პრის კვალიფიკაცია მოქმედმა ჩემპიონმა რედ ბულიდან, მაქს ვერსტაპენმა მოიგო, რომელმაც უსწრაფესი წრე 1:53.159 წუთში გაიარა და პოულ პოზიცია მოიპოვა.
მეორე ადგილი ფერარის მონეგასკმა პილოტმა, შარლ ლეკლერმა დაიაკვა, ხოლო მესამე ადგილზე ვერსტაპენის თანაგუნდელი, სერხიო პერესი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ვერსტაპენმა პოულ პოზიცია მოიპოვა, ხვალინდელ რბოლას 11-ე ადგილიდან დაიწყებს, რადგან მან ბოლიდზე ძრავი შეცვალა, რაც -10 პოზიციად დაუჯდა.
2024 წლის ბელგიის გრან პრის რბოლა ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.







