პრემიერ ლიგის 28-ე ტურის ფარგლებში მანჩესტერ იუნაიტედმა საკუთარ კედლებში ევერტონი მიიღო, რომელიც ანგარიშით 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ორივე ბურთი "წითელმა ეშმაკებმა" 11-მეტრიანებით გაიტანეს.
პირველი დარტყმა ბრუნო ფერნანდეშმა ზუსტად შეასრულა, მეორე კი - მარკუს რაშფორდმა. საინტერესოა ისიც, რომ ორივე თერთმეტმეტრიანი "მანკუნიანელებისთვის" ალეხანდრო გარნაჩომ მოიპოვა.
ამ დროისთვის, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები აგროვებენ 47 ქულას და უახლოეს კონკურენტს, ტოტენჰემს, სამი ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ გუნდს ორი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ერიკ ტენ ჰაგის გუნდის შემდეგი მოწინააღმდეგე ბრენტფორდი იქნება. შეხვედრა 30 მარტს გაიმართება. 16 მარტს დაგეგმილი მატჩი შეფილდ იუნაიტედთან კი გადადებულია.