ლიონის 24 წლის ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ
Téléfoot-თან ინტერვიუში, მანჩესტერ იუნაიტედთან მოახლოებულ მატჩსა და ზოგადად, ევროპა ლიგაზე ფრანგული კლუბის სატიტულო შანსებზე ისაუბრა:
"ლიონს შეუძლია თუ არა იოცნებოს ევროპის ლიგის მოგებაზე? რა თქმა უნდა. 1/4 ფინალამდე ჩვენ შესანიშნავი სვლა გვქონდა და რატომ არ უნდა ვიფიქროთ მაქსიმუმზე?
ჩვენ დამატებით ძალისხმევას გავიღებთ, რათა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი მანჩესტერ იუნაიტედი დავამარცხოთ. ძლიერი შემადგენლობა გვყავს, ყველა კარგ ფორმაშია, შესაბამისად, ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ."
ლიონისა და მანჩესტერ იუნაიტედის პირველი დაპირისპირება 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ჩვენი ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე ამ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.