ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედში დიდი წმენდაა დაგეგმილი. ამ მომენტისთვის უცნობია, ერიკ ტენ ჰაგი გუნდში დარჩება თუ არა, თუმცა უფროსობამ მომდევნო სეზონზე ფიქრი უკვე დაიწყო. ცნობილია რომელი ფეხბურთელები აღარ შედიან კლუბის გეგმებში და ვინ დატოვებს სეზონის ბოლოს მანჩესტერულ გუნდს. სიაში ისეთ ფეხბურთელებსაც ვხვდებით, რომლებიც ახლა იჯარის წესით სხვა კლუბებში თამაშობენ:
სოფიან ამრაბატი;
ანტონი მარსიალი;
რაფაელ ვარანი;
ჯონი ევანსი;
კრისტიან ერიქსენი;
ჯეიდონ სანჩო;
მეისონ გრინვუდი;
დონი ვან დე ბეეკი;
ბრენდონ უილიამსი;
ეს ფეხბურთელები მანჩესტერს 100%-ით დატოვებენ - ზოგი მათგანი უფასოდ წავა, ზოგის სანაცვლოდ კი კლუბი საკმაოდ სოლიდურ თანხას მიიღებს.
რაც შეეხება კაზემიროს, ტაირელ მალასიას, ანტონისა და აარონ ვან-ბისაკას, ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ კლუბი კარგ შემოთავაზებას თუ მიიღებს, მანჩესტერ იუნაიტედი ყველა მათგანს შეელევა.