პრემიერ ლიგის მე-11 ტურის მორიგი შეხვედრა ოლდ ტრაფორდზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და ლესტერი დაუპირისპირდნენ. მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა. რუდ ვან ნისტელროის გუნდმა მეტოქე 3:0 დაამარცხა.
მანჩესტერ იუნაიტედის მხრიდან საოცარი მატჩი ჩაატარა ბრუნო ფერნანდეშმა, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა და ერთხელ ალეხანდრო გარნაჩოსაც გაატანინა. ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ვიქტორ კრისტიანსენმა გაიტანა.
მანჩესტერ იუნაიტედმა ამ გამარჯვების შემდეგ 15 ქულა მოაგროვა და მე-13 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება ლესტერს, სტივ კუპერის გუნდი 10 ქულით, მე-15 პოზიციაზე დარჩა.
შემდეგი ტურიდან "წითელ ეშმაკებს" რუბენ ამორიმი ჩაიბარებს.