მანჩესტერ იუნაიტედში ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელი იპოვეს — "წითელი ეშმაკები" რუბენ ამორიმთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და როგორც ინგლისურ პრესაში იწერება, მანჩესტერ იუნაიტედის უფროსობა მზად არის 39 წლის პორტუგალიელის კონტრაქტში ჩაწერილი გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს. საუბარია დაახლოებით €10-12 მილიონზე, ამორიმის თანხმობა კი უკვე არის.
მანჩესტერ იუნაიტედში რომ პორტუგალიელის ვარიანტს სერიოზულად განიხილავდნენ, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ უკვე გაცნობეთ. ინგლისური კლუბის უფროსობამ ფარულად რამდენიმე სპეციალისტთან მოლაპარაკებები გამართა და ამ სიაში იყო სპორტინგის მთავარი მწვრთნელიც. ახლა კი როგორც ირკვევა, ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელად სწორედ ის მოიაზრება.
მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ, თუმცა მანჩესტერში სჯერათ, რომ რუბენ ამორიმი მათი ახალი მთავარი მწვრთნელი უახლოეს საათებში გახდება. სპორტინგი ყველაფრის საქმის კურსშია, თუ მანჩესტერი გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, პორტუგალიური კლუბი ამორიმს ავტომატურად შეელევა.
ამორიმი სპორტინგში 2020 წლიდან მოყოლებული მუშაობს. ამ დროში პორტუგალიელმა 227 მატჩში უხელმძღვანელა "მწვანეებს", საიდანაც 161 მოიგო, 33 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 33 მატჩში დამარცხდა. ოთხ წელიწადში პორტუგალიელმა 2-ჯერ პორტუგალიის ჩემპიონობა იზეიმა, 3-ჯერ ქვეყნის თასი მოიგო და ერთხელ სუპერ თასსაც დაეუფლა.
კრიშტიანუ რონალდუს პერსონის გარშემო საუბრები არ სრულდება. ამჯერად ყურადღების ცენტრში მოექცა ლეგენდარული თავდამსხმელის ალბათ ყველაზე ცნობილი ქომაგი, პირს მორგანი, რომელმაც Daily Maily-ის ჟურნალისტთან, ოლივერ ჰოლტთან დიალოგში მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ჰოლტი - "კრიშტიანუ…
La Gazzetta Georgia-ს გათამაშება გრძელდება — გამოიცანი, რომელ წუთზე გავა მატჩში პირველი გოლი და მოიგე შენთვის სასურველი საფეხბურთო კლუბის მაისური! მიმდინარე კვირის მატჩი: მანჩესტერ სიტი vs პარი სენ-ჟერმენი. წესები საკმაოდ მარტივია: - გაიარეთ რეგისტრაცია LaGazzetta.ge-ზე; - დააფიქ…
24 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთში გაარკვევენ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ვინაობას, ალექს ვოლკანოვსკი 66 კილოგრამში ქამარს მოვსარ ევლოევთან დაიცავს. შერეული საბრძოლო ხელოვნებების მოყვარულთა შორის ინგუშის გარშემო აზრი 2-ად იყოფა. ე…
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ლეგენდარულ კალათბურთელ დუაით ჰოვარდს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული სპორტის წარმატებებზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში კალათბურთის უფრო მეტად განვითარების პერსპექტივაზე და შესაძლო საერთო პროექტებზეც იმსჯელეს. დუაით ჰოვარდი NBA-ს გამარჯვე…
ლეგენდარული იაპ სტამი თვლის, რომ მანჩესტერ სიტის უნდა ჩამოერთვას ტიტულები, მას შემდეგ, რაც კლუბს ფინანსურ დარღვევებში ბრალი წარუდგინეს. ყოფილი ნიდერლანდელი უკანახაზელის აზრით, დაუსჯელობის შემთხვევაში, იგივეს ინგლისის ჩემპიონატის სხვა წარმომადგენლებიც გააკეთებენ. "ვფიქრობ, მან სიტ…
ოფიციალურად: დანი კარვახალი ხეტაფეს ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ვეტერანმა ესპანელმა მცველმა ახალ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა - 13 და 14 ოქტომბერს ფაზის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. პირველ დღეს ყველაზე საინტერესო აფიშას გვთავაზობს მადრიდი, სადაც ატლეტიკო მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. ატლეტიკო VS მანჩესტერ იუნაიტედი | 23:00…