ლა ლიგის პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა მესტალიაზე შედგა, სადაც ადგილობრივი ვალენსია ბარსელონას დაურპისირპიდა.
პირველი ნახევრის მიწურულს მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, თუმცა პირველი ნახევრის მიწურულს და მეორე ტაიმის სტარტზე რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა და ბარსელონას 2:1 მოაგებინა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ვალენსიას ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც 4 სეივი განახორციელა.
მიუხედავად 2 გაშვებული გოლისა, მამარდაშვილმა თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, 7,1 შეფასება მიიღო.