ლონდონის ტოტენჰემის ყოფილმა მეკარემ, მიშელ ვორმმა ლივერპულის გოლკიპერებზე ისაუბრა. ვეტერანმა აღნიშნა, რომ გიორგი მამარდაშვილს ალისონ ბეკერის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება ძალიან გაუჭირდება, რადგან ის მსოფლიოს საუკეთესო კარის დარაჯია.
"ჩემთვის, ალისონი ნომერ პირველი მეკარეა, როგორც ლივერპულში, ისე შესაძლოა მსოფლიოშიც. ვხვდები, რომ მამარდაშვილს არ გაიფორმებდნენ ტყუილად, მაგრამ ბეკერის სათამაშო კლასი და რეპუტაცია იმდენად მაღალია, რომ ახალგაზრდა გოლკიპერს მისი ამოგდება ძალიან გაუჭირდება. ქართველმა კარის დარაჯმა უნდა ჩაიდინოს რაღაც განსაკუთრებული, ბრაზილიელი კონკურენტის ადგილის დასაკავებლად.
სხვა შემთხვევაში, "წითლების" ამჟამინდელი მეკარის დაჩრდილვა უბრალოდ არარეალურია", - განაცხადა ყოფილმა ნიდერლანდელმა კარის დარაჯმა მერსისაიდელთა პირველი ნომრისა და გიორგის კონკურენციის შესახებ.