ლა ლიგის მე-19 ტურში ვალენსია ესტუმრა სევიალას, რომელთანაც ითამაშა ფრე, 1:1. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 93-ე წუთამდე სტუმრები მოგებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ადრია პედროსამ ანდალუსიელებისთვის ქულის გადარჩენა მაინც შეძლო. მატჩის დასრულების შემდეგ, "ღამურების" მხრიდან გოლის ავტორმა, ლუის რიოხამ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა:
"მამარდაშვილის შეცდომა? ის ლა ლიგის სამ საუკეთესო მეკარეს შორის არის. ამის გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვალენსიას კარში ოქროს ბურთზე ნომინირებული გოლკიპერი დგას. მართალია, გიორგის დღეს არ გაუმართლა, მაგრამ მან ბევრჯერაც გადაგვარჩინა", - განაცხადა ესპანელმა ვინგერმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარე ზაფხულში "ღამურებს" დატოვებს და ლივერპულს შეუერთდება. ლა ლიგაში ჩატარებული 19 შეხვედრის შემდეგ, "მურსელაგოსი" 13 ქულით ბოლო ადგილზეა.