ლა ლიგის გასულ ტურში ვალენსიას ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად კიდევ ერთხელ შეინახა. "ღამურებმა" რაიო ვალეკანოსთან უგოლო ფრე ითამაშეს.
აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში საუკეთესოა იმით, რომ მან ყველაზე მეტჯერ გადაარჩინა საკუთარი გუნდი გაშვებულ გოლს, იგულისხმება სიტუაციის განმუხტვაც.
კერძოდ, ამ სეზონში ვალენსიას კარში სულ 131-ჯერ დაურტყეს, საიდანაც მოსალოდნელი გოლი 43.7 იყო, გაშვებული გოლი 34 (ავტოგოლების გამოკლებით). შესაბამისად, ქართველმა მეკარემ სიტუაცია 9.7-ჯერ განმუხტა, რაც გამორჩეული შედეგია.
ამასთანავე, მამარდა გახდა მეკარე, რომელამც ზედიზედ 69-ჯერ დაიწყო ძირითად შემადგენლობაში თამაში, რაც ბოლო წლებში ასევე გამორჩეული მაჩვენებელია.
მიმდინარე წელს, ახალგაზრდა მეკარეს 3 პენალტი აქვს მოგერიებული. მსგავსი შედეგი მხოლოდ იუნაი სიმონსს აქვს დაფიქსირებული. მამარდაშვილი წარდგენილია თვის საუკეთესო 23-წლამდე ფეხბურთელებს შორისაც.
ფაქტია, მამარდაშვილი უკვე განვითარდა, გაიზარდა და მზადაა ტოპ გუნდში სათამაშოდ, რისი შანსიც ზაფხულში კიდევ უფრო რეალური გახდება.