ლა ლიგის ტურის ბოლო შეხვედრა საკმაოდ უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა. ერთმანეთს ბარსელონა და ვალენსია დაუპირისპირდნენ.
ანგარიში ლოპესმა გახსნა, თუმცა პირველივე ტაიმში "ღამურებმა" ორი გოლი გაიტანეს და წინ გავიდნენ. ტაიმის მიწურულს, მამარდაშვილმა უხეში შეცდომა დაუშვა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს.
10-კაციან ვალენსიას მეორე ნახევარში ლევანდოვსკი უტევდა და სამი გოლიც გაუტანა. პოლონელი ფორვარდის ბენეფისით ბარსელონამ ვალენსია 4:2 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით ბარსელონამ მეორე ადგილი გაიმყარა, თუმცა ჩემპიონობის მხოლოდ თეორიული შანსები დარჩა.