ვალენსიას მეკარე, გიორგი მამარდაშვილი რიკარდო ზამორას სახელობის ჯილდოსთვის იბრძვის. საუბარია პრიზზე, რომელიც გადაეცემა ლა ლიგის იმ მეკარეს, რომელსაც სეზონის მანძილზე ყველაზე მეტი უგოლო მატჩი დაუგროვდება. აუცილებელი წესი: კარის დარაჯს პრიმერა დივიზიონის სეზონში მინიმუმ 28 თამაში უნდა ჰქონდეს ჩატარებული.
ქართველმა მეკარემ 28-მატჩიან ზღვარს რამდენიმე ტურის წინ გადააბიჯა და მის ანგარიშზე ამ დროისთვის 31 გაშვებული გოლი და 12 მშრალად ჩატარებული მატჩია. "ღამურების" კარის დარაჯს ამ დროისთვის უსწრებს მხოლოდ ორი მეკარე: უნაი სიმონი ბილბაოს ატლეტიკიდან (27 გაშვებული ბურთი, 15 მშრალი თამაში) და ალექს რემირო სოსიედადიდან (30 გაშვებული ბურთი, 13 მშრალი თამაში).
ლა ლიგის დასრულებამდე დარჩენილია შვიდი ტური და როგორც ვხედავთ, "ლოს ჩეს" 25-ე ნომერს ჯილდოს მოგების მართლაც რეალური შანსი აქვს. რაც შეეხება 23 წლის კარის დარაჯის ზოგად სტატისტიკას: "მურსელაგოსში" გადმოსვლის დღიდან მან მონაწილეობა მიიღო 94 მატჩში, გაუშვა 103 ბურთი და 30 თამაში მშრალად ჩაატარა.